საგარეჯოში, "მთავარის" "ფორმულასა" და "R2-ის" ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში, "მთავარის" "ფორმულასა" და "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებულ მამუკა შაქარაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

 შაქარაშვილი გუშინ, 14 ივლისს დააკავეს. გამოძიება მას ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ედავება.

მამუკა შაქარაშვილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი და ამავე აიპის უფროსის, თემურ ილაურის სიძეა.

6 ივლისს, საგარეჯოში ის სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა. ის ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებოდა ადგილზე მყოფ ტელეკომპანიების ოპერატორებს. მათ შორის მთავარი არხის ოპერატორს, რომელსაც დაუზიანა კამერა. ჟურნალისტს კი მიკროფონის წართმევას უპირებდა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდა. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი