"პრობლემები უკიდურესად სერიოზულია" - საერთაშორისო ექსპერტები გელათზე

გამოქვეყნდა:

გელათში მდგომარეობა კრიტიკულია - ცოტა ხნის წინ დასრულდა  გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი შეხვედრა, რომელიც აკადემიაში შედგა.  პროგრამის  პრეზენტაცია  საპატრიარქოს ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელშიც  მონაწილეობა მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა, სპეციალისტებმა და  არქეოლოგებმა მიიღეს. 

საერთაშორისო ექსპერტების თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს საჭიროებს გადახურვა, მხატვრობა და მოზაიკა.

"გელათში კედლის მხატვრობასთან დაკავშირებული პრობლემები უკიდურესად სერიოზულია. ჩვენ საქმე გვაქვს მემკვიდრეობით პირობებთან. ნამუშევრები არის იმ მდგომარეობაში, როდესაც უკვე ძალიან რთული ხდება უსაფრთხოდ მათი აღდგენა - ამბობს საერთაშორისო ექსპერტი

დღევანდელ შეხვედრას პატრიარქის მოსაყრე შიოც ესწრებოდა. 

შეგახსენებთ, საპატრიარქომ გელათის მონასტრის კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება თავის თავზე მიმდინარე წლის 23 თებერვალს აიღო.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი