ატენში მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ატენში მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. 

როგორც რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" წერს შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. დაიღუპა უკან მჯდომი მგზავრი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი