მკვლელი საბავშვო მოედანი | კუსტარული ელექტროკაბელი, რომელმაც 16 წლის დათუნა ჟღენტი შეიწირა - Post Factum წყნეთიდან

გამოქვეყნდა:

თბილისი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და ამ წარმოუდგენელ განუკითხაობას, რაც მთელ რიგ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახლავს თან, საუბედუროდ ისევ პატარები ეწირებიან. თითქოს 13 წლის მარიტას საქმე ჭკუის სასწავლებელი და გამაფრთხილებელი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, მერიიდან დაწყებული, მშენებლით გაგარძელებული და რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული. თუმცა არა.

გასულ კვირას ამჯერად წყნეთში, ფანჩატურში კუსტარულად დამონტაჟებულმა ელექტროკაბელმა 16 წლის კალათბურთელის, დათუნა ჟღენტის სიცოცხლე შეიწირა. საინტერესოა, რომ ობიექტზე რეაბილიტაციას მერიის წარმომადგენელი აწარმოებდა, რომელმაც გაურკვეველი წარმომავლობის ელექტროკაბელი ადგილზე ნახა, დააფიქსირა დოკუმენტებში, თუმცა მავთული არ ჩახსნა, და საფრთხე არ აღმოფხვრა - რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა.

შემთხვევის ადგილას მომხდარიდან რამდენიმე დღეში პოსტ ფაქტუმის გადამღები ჯგუფი მივიდა. და ყველა სასიკვდილო საფრთხე ისევ იქ იყო, სივრცეც კვლავინდებურად ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის - მათ შორის ბავშვებისთვისაც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი