გულგრილობა და ფულზე გაცვლილი სიცოცხლე | რას შეეწირა ბათუმში 16 წლის ლუკა აბულაძე

გამოქვეყნდა:

გულგრილობა და ფულზე გაცვლილი სიცოცხლე - ბათუმში 16 წლის მოზარდის ტრაგიკულმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ის დამოკიდებულება, რომლითაც ტურიზმის სფეროში დასაქმებული ზოგიერთი მეწარმე ადამიანების სიცოცხლეს უდგება. მთავარია ბიზნესი ფულს წერდეს, და ამ შემთხვევაში არც უსაფრთხოების ნორმები და არც ელემენტარული ჰუმანურობა არავის ახსოვს.

ღია ზღვაში, ნაპირიდან 100 მეტრის მოშორებით, არასრუწლოვნების კატერით გასეირნება და შემდეგ წყალში, მაშველი რგოლისა და მეთვალყურის გარეშე მიტოვება, ცხადია მათ სასიკვდილოდ გამატებას ნიშნავდა. შემთხვევას 16 წლის ლუკა აბულაძე შეეწირა, სხვა მოზარდებს უბრალოდ გაუმართლათ და ნაპირამდე გააღწიეს. მაგრამ ამ მიძმე ფსიქოლოგიური ტრამვით მთელი ცხოვრების გატარება მოწუევთ, როცა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ მათი მეგობარი. მაგრამ სრულდება კი ამგვარი ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაზე?!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი