მაშინ როდესაც "ქართული ოცნება" რუსეთიდან ტურისტების მოზღვავებასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გაუთავებლად აპელირებს, რეალური ეკონომიკა რადიკალურად განსხვავებულ სურათს ხატავს.
მოდით, მივყვეთ მოვლენებს - უკრაინაში რუსეთის შეჭრის წელიც კი არ ყოფილა ისეთი ცუდი ტურიზმისთვის, როგორც 2023 - მიზეზი მარტივია, რუსები, რომლებიც საქართველოს მოაწყდნენ, ტურისტები კი არა მიგრანტები არიან, რომლებიც აქ ან სახლებს ყიდულობენ, ან გრძელვადიანად ქირაობენ და ადგილზე მკვიდრდებიან. ხსნიან ბარებს, კაფეებს, ტურისტულ კომპანიებს, და თუ მაინცდამაინც ტურისტი ჩამოვა რუსეთიდან, თავადვე ემსახურებიან.
მოვლენათა ამგვარ განვითარებას კიდევ ერთი გვერდითი ეფექტიც მოჰყვა - რუსული მიგრაციის კერად გადაქცეულ ბათუმსა თუ თბილისში ზაფხულის გატარება სულ უფრო ნაკლებ ევროპელს სურს. მხოლოდ თბილისში, მოცემული მომენტისთვის 1000-ზე მეტი მცირე და საშუალო ზომის სასტუმროა გამოტანილი გასაყიდად. ერთი სიტყვით, ის რასაც ჩვენი ხელისუფლება ეკონომკურ წარმატებად ასაღებს, რეალურად ეკონომიკური კაპიტუალაცია და ჰიბრიდული ოკუპაციაა.