სწავლება თამაშით | ახალი მეთოდები აშშ-ის განათლების სისტემაში - Post Factum ვაშინგტონიდან

გამოქვეყნდა:

წინა კვირას დაგპირდით და დღეს თამაშებზე დაფუძნებულ განათლების სისტემაზე ვისაუბრებთ. ციფრული გაჯეტების ერაში ამ მიდგომას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება. ამერიკის განათლების სისტემაში თანამედროვე გამოწვევების და ტექნლოგიების საუკეთესო კუთხით გამოყენება გადაწყვიტეს და თამაშ-თამაშით სწავლებას ყველა დონეზე ნერგავენ. მათ შორის როგორც სკოლამდელი, ისე სასკოლო წლების განმავლობაში.

ინოვაციურ იდეებს კი მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ამუშავებენ და მიდგომებსაც ასე ხსნიან - თამაშები უფრო ძველია ვიდრე დამწერლობა. ჩვენი ცივილიზაცია სულ რაღაც 12000 წელს ითვლის. და სასკოლო სისტემა, როგორც ის ჩვენ ვიცით, სულ რაღაც 200 წელია არსებობს. მთელი დარჩენილი ისტორიის განმავლობაში ხომ სოწრედ თამაშები იყო მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის სამყაროს შეცნობის ერთადერთი გზა. ადამიანებისთვის ასე კარგად ნაცნობი თამაში კი 21-ე საუკუნის განათლების სისტემის ერთერთი მთავარი გასაღები ხდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი