ქუთაისში სახლები დაიტბორა - დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურაც

გამოქვეყნდა:

სტიქიამ პრობლემები შექმნა ქუთაისში - დაიტბორა სახლების სარდაფები და პირველი სართულები. განადგურდა ავეჯი და ტექნიკა. მოსახლეობის ნაწილს შინაური ფრინველი დაეხოცა.

"გამთენიისას, 2 საათი იყო რომ დაიწყო წყალმა შემოსვლა. მუნიციპალიტეტი საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას. სანიაღვრეები, რომ აკეთებდნენ, არც ტრუბა ჩასვეს, წავიდნენ და წავიდნენ", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

დაკეტილია იუსტიციის სახლის შენობა. არსებული ინფორმაციით, წვიმამ უწყებაში ინფრასტრუქტურა დააზიანა. იუსტიციის სახლის თანამშრომლები მომხამრებლებს დახმარებას ეზოში უწევენ.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. იხილეთ:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი