სტიქია სენაკში - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები

გამოქვეყნდა:

სენაკში წვიმამ ისევ პრობლემები შექმნა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, მაღაზიის საწყობები.

ძლიერი წვიმის გამო არხი წყლის დიდ ნაკადს ვერ ატარებს. დაბინძურებულია ჭები, სასმელი წყლის მილები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. 

"ერთი 3-4 საათი გადაუღებლად წვიმდა და სადღაც ესე 6 საათისთვის უკვე ასეთი მდგომარეობა იყო. დაიტბორა მთლიანად სარდაფი. სახლში სულ შლამი, ნაგავი, ყველაფერი სავსეა. ჩვენი ძალებით აბსოლუტურად, დახმარება თითქმის არასდროს არ მოსულა," - აცხადებს ადგილობრივი.

მერია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე და მძიმე ტექნიკა ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში. სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.

სტიქიამ სენაკში გასულ კვირასაც შექმნა პრობლემები.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი