ქუთაისში, 6-დღიანი პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის შემდეგ, ადვოკატ მარიამ ლევიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
უფლებადამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.მედიკოსების თქმით, ადვოკატს ტაქიკარდია უფიქსირდება, რაც შიმშილობის შედეგია.
ადვოკატმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა 12 ივლისს დაიწყო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ მან თქვა, რომ მოსამართლეებს "გადაწყვეტილება არ მიუღიათ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით" რის გამოც მან დაკარგა სამართლებრივი ბრძოლის იმედი და პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს.