თბილისში, მესამე დღეა 22 წლის ბიჭის ეძებენ. ლუკა ლაცაბიძის პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი და ზურგჩანთა, ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, თბილისის ზღვის მიმდებარედ იპოვეს. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ მოხალისეები და მყვინთავები.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შესაძლოა, გაუჩინარებული ბიჭი ერთ-ერთი ქოლ-ცენტრის თანამშრომელი იყოს. თუმცა ამ ფაქტს ლუკას ახლობლები კერძო საუბრებში ადასტურებენ, თუმცა კამერებთან არ საუბრობენ.
აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს ლუკას ოჯახი. ლუკა ლაცაბიძის დედის, დალი გოგალაძის თქმით, ბოლოს ლუკას პარასკევს საღამოს ესაუბრა.
"მე თვითონ დავურეკე პარასკევ საღამოს და ამის შემდეგ აღარ მქონია კონტაქტი, თუმცა დაფიქსირდა მეგობრებთან ზარები. ბოლო ზარი დაახლოებით შუაღამის 2 საათზე, როდესაც თენდებოდა შაბათი. ორი დღის წინ თვითონვე ვნახე, მუშაობდა როგორც ყოველთვის არანაირი განერვიულება, არანაირი პრობლემა არ ჰქონია" - ამბობს დალი გოგალაძე
შეგახსენებთ, რომ ლუკას ჩანთა და ტელეფონი პოლიციამ შაბათს, 15 ივლისს, თბილისის ზღვაზე იპოვა.