რუსები "საქართველოს ავიახაზებს" ყიდულობენ | რატომ ცდილობს გაიაშვილი ავიაკომპანიისგან დისტანცირებას

გამოქვეყნდა:

რუსები "საქართველოს ავიახაზებს" ყიდულობენ - კონფიდენციალური წყარო ამ ინფორმაციას "მთავარ არხს" უმხელს და კონკრეტულ დეტალებსაც გვიყვება. "მთავარი არხის" ინფომაციით, თამაზ გაიაშვილმა გარიგება უკვე გააფორმა და საკუთრი წილი სწორედ რუს ბიზნესმენებზე გაასხვისა. თუმცა თავად ბიზნესმენი ინფომაციას არ ადასტურებს, მეტიც - ჩვენი ჟურნალისტის კითხვები მას იმდენად აღიზიანებს, რომ შეურაცხყოფასაც არ ერიდება.

საჯარო რეესტრის ოფიცილაური მონაცემებით, გაიაშვილი საქართველოს ავიახაზების 60 პროცენტიანი წილის მფლობელია და თუ კომპანიის საკონტროლო პაკეტი უცხოელების ხელში გადავა, მაშინ ავიაკომპანია დაკარგავს ეროვნული ავიაგადამზიდის სტატუსს და შეაძლოა მას ლიცენზიაც შეუჩერდეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი