უკვე 3 დღეა, თბილისში 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ | უამინდობის გამო, თბილისის ზღვაზე სამძებრო სამუშაოები შეჩერდა - ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

22 წლის ახალგაზრდის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. თბილისის ზღვის სანაპიროზე ახლა პოლიციაა მობილიზებული, წყალში კი მყვინთავები მუშაობენ. ახალგაზრდა უკვე მესამე დღეა გაუჩინარებულია. წყალსაცავში კი მისი ძებნა მეორე დღეა მიმდინარეობს. საძიებო ოპერაციის ეპიცენტრად თბილისის ზღვა მას შემდეგ იქცა რაც ადგილზე პოლიციამ ლუკა ლაცაბიძის ტელეფონი და პირადი ნივთები აღმოაჩინა. 

ნივთების პოვნა მეგობრის დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომელმაც პოლიციას უამბო, რომ ბოლო საუბარში მეგობარმა სწორედ თბილისის ზღვა ახსენა. მყვინთავებმა ოპერაცია სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედ დაიწყეს სადაც ნივთები იყო. პოლიციამ მობილურის მონაცემების შესწავლის შემდეგ დაკითხვაზე კიდევ ერთი ადამიანი დაიბარა, რომელთანაც გაუჩინარებულ ლუკას ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი