
ავლაბრის მეტროს დაუსრულებელი რეაბილიტაცია და თბილისის მერიის მორიგი შესაძლო კორუფციული გარიგება. ირკვევა, რომ სამუშაოებს მეტროსადგურში, რომელიც კიდევ 8 თვით გახანგრძლივდა, "ქართული ოცნების" ერთ ერთი შემომწირველი კომპანია ახორციელებს.
შედეგმაც არ დააყოვნა - "ბადა ჯგუფმა" მერიის მიერ გამოცხადებული 4 მილიონიანი ტენდერი მოიგო. კომპანიის მფლობელს ბაჩანა ადამიას კიდევ რამდენიმე კომპანია აქვს, რომელსაც საერთო ჯამში გამარტივებული წესით 100-ზე მეტი შესყიდვა აქვს შესრულებული.
ავტორი: საბა ბუაძე