დასეტყვილი ვენახები და მოგლეჯილი ხეები | სტიქია ყვარელში

გამოქვეყნდა:

ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ ვენახები დააზიანა. მარჯანიშვილის ქუჩაზე კი ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც, ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

ადგილზე სახანძრო - სამაშველო სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი