თბილისის ზღვაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.