
თბილისის ზღვაზე მეოთხე დღეა მაშველები და მყვინთავები 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ. მისი ოჯახი და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ 17:00 საათზე თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან. ისინი საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებენ.
"ბოლო ინფორმაციით, რომელიც ლუკა ლაცაბიძის დედამ მოგვაწოდა: დადასტურდა რომ პარასკევს ღამის 2 საათზე ლუკა თბილისის ზღვაზე წავიდა ტაქსით.
17:00 ვიწყებთ შეკრებას თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე და პოლიციის გვერდით ლუკას ძებნას. მთელი ღამე მანდ ვრჩებით. გვჭირდება ნათურები. დიდი შანსია რომ ლუკა მანდ არის და ახლა ყოველი წამია გადამწყვეტი!
ყველას გთხოვთ ნუ იქნებით გულგრილები და დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში!" - ნათქვამია ლაცაბიძის ოჯახისა და მეგობრების განცხადებაში.
თბილისის ზღვაზე 22 წლის ლუკა ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ახალგაზრდა მამაკაცს მაშველებთან და სამართალდამცველებთან ერთად მოხალისეებიც ეძებენ, მათ შორის სამუშაოებში იყენებენ თერმულ დრონებსაც.