ჩეხეთი აშშ-ს საქართველოს მოქალაქეს გადასცემს, რომელსაც ბრალად აშშ-ში ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა ედება

გამოქვეყნდა:

ჩეხეთი აშშ-ს საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. კანონიერი ქურდ  პოლად ომაროვს გადასცემს, რომელსაც წითელი ცირკულარით ეძებდნენ. ის 2023 წლის იანვარში ჩეხეთში დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, მისი ექსტრადიცია რამდენიმე დღეში მოხდება. მას ბრალი აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, მასიჰ ალინეჯადის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში ედება.

როგორც ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი Twitter-ზე წერს, ყველა გარემოების გათვალისწინებით, სწორი გადაწყვეტილებაა ომაროვის ექსტრადაცია აშშ-ში და არა საქართველოში ან ყაზახეთში.

ცნობისთვის, ომაროვთან ერთად, ამავე ბრალდებით, კიდევ ორი პირი, რაფატ ამიროვი და ხალიდ მეჰდიევი დააკავეს. სამივე მათგანი აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი