
ამ დროისთვის დაუზუსტებელი ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე დღეს ნაპოვნი მეორე ცხედარი, სავარაუდოდ, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა პირის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.
თბილისის ზღვაზე სამძებრო სამუშაოები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.