გარეული ცხოველების შემოსევა შუახევში | მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

დათვის თავდასხმა 7 წლის ბავშვსა და ორ ასაკოვან ქალზე. შუახევის მცხოვრებლები ნადირის შემოსევისგან დასაცავად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. გახშირებული თავდასხმებიდან ბოლო ფაქტი განსაკუთრებულად სახიფათო იყო. დათვმა ბავშვს თავის არეში დაზიანება მიაყენა და მსხვერპლს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება ინფორმირებულია პრობლემის შესახებ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

ავტორები: თეა ვაშალომიძე, ნინა მაჩაბელი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი