
ურეკში, ზღვაში, დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს, - არსებული ინფორმაციით, მაშველებმა კაცის ცხედარი ორ დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ის ინდოეთის მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, ინდოეთის 3 მოქალაქე 16 ივლისს ზღვაში საბანაოდ შევიდა, თუმცა მათ მალე დახმარება ითხოვეს. მაშველებმა ორი პირის წყლიდან გამოყვანა შეძლეს, მესამეს კი ამ დრომდე ეძებდნენ.
ავტორი: ლადო მენაბდე