სამტრედიაში 4 წლის ბავშვი ორმოში ჩავარდა - ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს

გამოქვეყნდა:

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სოფელ ჩხენიშში ბავშვი სახლის ეზოში ორმოში ჩავარდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, მცირეწლოვანი გუშინ გარდაიცვალა.

"მთავარი არხი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და პასუხი მიღებისთანავე აისახება მასალაში. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი