"ჩემს ერთ-ერთ მუშას სცემეს, შემდეგ კი ჩემკენ წამოვიდნენ" | ამერიკელი ბიზნესმენი ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ამერიკული კომპანიის ''აიკონია კაპიტალი'' მფლობელი ცინცაძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც ამერიკული დეველოპერული კომპანიის მფლობელი ამბობს, მის თანამშრომლებს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცემა და პირადად მასაც ემუქრებოდნენ. 

სეტ ედუარდი ბლაიჩარი ქართველ პოლიციელებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მის კომპანიას და თანამშრომლებს სამართალდამცველები მოსახლეობის აგრესიისგან არ იცავენ.

''გასულ ორშაბათს, როცა ჩვენ დავაპირეთ, რომ დაგვეწყო მშენებლობა ჩვენს მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე, იქ დაგვხვდა ბარიკადები. თუმცა, ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება და დავიწყეთ ბურღვა, რათა პერიმეტრზე ღობე გაგვეკეთებინა. ამ დროს ეს ადამიანები თავს დაგვესხნენ მე და ჩემს თანამშრომლებს და ფიზიკურად დაგვიპირსპირდნენ. მათ ჩემს ერთ-ერთ მუშას სცემეს. მას სახეში დაარტყეს. რის შედეგაც 
მუშას ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა. შემდეგ კი ჩემკენ წამოვიდნენ და მეც დამარტყეს რამდენჯერმე. მთელ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური ის არის, რომ თბილისის პოლიცია იდგა იქვე, მაგრამ მათ ამ ხალხის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებიათ. მე ველოდი, რომ პოლიცია ამ ადამიანებს დააპატიმრებდა, ან როგორც მინიმუმ გაიყვანდა მათ ტერიტორიიდან. მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, მაშინაც კი, როცა ამ ადამიანებმა ჩვენი სამშენებლო მასალის გადაყრა დაიწყეს'', - ამბობს ბიზნესმენი. 

შეგახსენებთ, დავა ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის გამო 9 წელია მიმდინარეობს. ნაკვეთი ამერიკულ კომპანიას ეკუთვნის, რომელსაც აღებული აქვს სამშენებლო ნებართვაც, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი