500 ათასი ლარი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნის შვილისთვის. ოპოზიცია სამეგრელოში ყველაზე მასშტაბური კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობს. კონკრეტული დოკუმენტებით და სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ რეგიონის გუბერნატორის მოადგილის შვილმა ნახევარი მილიონი ლარი მოცვის ბიზნესისთვის მიიღო. და თანაც ამ დაფინანსების გამოყოფაც და სრული თანხის ერთჯერადად ჩარიცხვაც ზუსტად ემთხვევა თანამდებობაზე დანიშვნის თარიღს.
ავტორები: ემა გოგოხია, ჟანა აკოფაშვილი