
ბათუმის საკრებულო ფაქტობრივად უფუნქციოდ არის დარჩენილი. თვითმმართველობის ორგანო, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნებზე უნდა იყოს ორიენტირებული, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების გატარებით არის დაკავებული. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში უკონტროლოდ დარჩენილი მერიაა. არასამთავრობო ორგანიზაციის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საკრებულო არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და არ აკონტროლებს მერიის საქმიანობას, რაც ხელისუფლების ძალაუფლებასთან ერთად კორუფციის რისკებსაც ზრდის.
ავტორი: თეა ვაშალომიძე/დათუნა კობიძე