ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს უცხოეთის კლინკებში სამკურნალოდ განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
''ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კორტრაქტებს, შერჩეულ კლინიკებთან ხელი უკვე მოეწერა. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად'', - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 10 ივლისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18 წლამდე პაციენტები სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ - ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში, საჭიროების მიხედვით მიიღებენ.