გორის მერიამ ბოლო ერთ წელში 217 სამშენებლო ნებართვა გასცა. როგორც ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" წერს, საუბარია 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდზე.
"გაიცა 217 მშენებლობის ნებართვა, მათ შორის: ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების", - წერია სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ერთ წელში, მერიამ სხვადასხვა საწარმოების მშენებლობის ნებართვებიც გასცა.
"მათ შორისაა მუყაოს გადამამუშავებელი, თევზის გადამამუშავებელი, ხილის გადამამუშავებელი, მეტალო-პლასმასის, რკინის გადამუშავებელი, ცხოველთა კომბინირებული საკვების საწარმო, ასევე სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი და სასოფლო სამეუნრეო პროდუქტების შესანახი სამაცივრე საწარმოები" - წერია დოკუმენტში.
განყოფილების ცნობით, სამშენებლო ნებართვების მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 312 594 ლარი შევიდა.