პრორუსი ბიზნესმენის და ალტინფოს დამფინანსებლად ცნობილი კოკა მორგოშია მამიდა დღეს მედიის ინტერესის ცენტრში მოხვდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ სწორედ ციალა მორგოშიაა ადამიანი, რომელიც ალტინფოს აფინანსებს. ტელეკომპანიისთვის შეწირული სახსრები საკმაოდ შთამბეჭდავია - ერთი მილიონი ლარი 2022 წელს და 570 ათასი 2021 წელს. და ეს მაშინ, როდესაც თავად ციალა მორგოშიას არავითარი ქონება და ბიზნესი არ გააჩნია.
ავტორი: ზურა პეტროსიანი