საზოგადოებათბილისის რამდენიმე უბანს გაზი 21 საათით შეუწყდა | აღდგენის დროგამოქვეყნდა: შაბათი, 22 ივლისი, 2023 - 00:17
კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ვაზისუბნის, დიღმისა და ვაკის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება 21 ივლისს 17:10 საათზე 75 აბონენტს შეუწყდა და ის 22 ივლისს, 15:00 საათზე აღდგება.