"ქართული კინო საფრთხეშია" | მესტიაში კინოფესტივალი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"ქართული კინო საფრთხეშია" - ეს არის საპროტესტო  წარწერა, რომლის ფონზეც სვანეთში მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. ამ ფორმით კინემატოგრაფები ცდილობენ მსოფლიოს გააგონონ, რომ კინო ინდუსტრია საქართველოში რეპრესირებულია.

ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

"თითქმის ყველა აქ წარმოდგენილი პროექტი არის იმ ხალხის მიერ გადაღებული, რომელიც ამა თუ იმ ფორმით გამოხატავს პროტესტს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის საერთო სატკივარი. პროექტების წარდგენას ესწრება საერთაშორისო ჟიური და ამ ფილმის თითოეული ქუდი არის ჩვენი საერთო სატკივარი, რომ ქართული კინო მართლაც საფრთხეშია. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა და ის მცდელობები კულტურის სამინისტროს მხრიდან, რომ შუღლი გააღვივოს კინომატიგრაფებს შორის, ფუჭია", - თქვა რეჟისორმა ირინა ჟორდანიამ.

პროტესტის პარალელურად კი თეა წულუკიანი  დახურულ შეხვედრებს მხოლოდ მის რჩეულ რეჟისორებთან აგრძელებს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გუშინ, 21 ივლისს გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. შეხვედრის მონაწილე რეჟისორების თქმით კი, წულუკიანი მხოლოდ იმ პირებს ხვდება, ვისაც კინოცენტრის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა აქვს. აღსანიშნავია, რომ წულუკიანი ამ დრომდე არ შეხვედრილა პროტესტის მონაწილე არც ერთ რეჟისორს.

თითქმის ერთი თვეა, კინოს სფეროს წარმომადგენლები კინოცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციას აპროტესტებენ. კინოცენტრის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ რეორგანიზაცია კულტურის სამინისტროს მხრიდან რეპრესიის მცდელობის ნაწილია.

ისინი ო მოთხოვნას აყენებენ:

შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი

შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი