უხარისხო რეაბილიტაცია ქუთაისში და დაგებული გზა, რომელმაც რამდენიმე კვირაც ვერ გაძლო - პეტრიძის ქუჩაზე ასფალტი ისე დააგეს, რომ სანიაღვრე ქსელი არ მოაწესრიგეს. წვიმის შემდეგ კი რამდენიმე კვირის წინ რეაბილიტირებული გზა დაიტალღა, დეფორმირდა და დაიბზარა.
მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზა გარკვეულ მონაკვეთებზე იმდენად ავარიულია, რომ გადაადგილება როგორც ავტომობილებს ასევე ქვეითებსაც უჭირთ.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას მოითხოვს.