ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ყოფილი თანამშრომელი ხელმძღვანელობას ფარულ ვიდეოგადაღებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სასტუმრო "გუმბათი აპარტ ჰოტელის" ყოფილი ადმინისტრატორი სასტუმროს ხელმძღვანელობას ფარულ ვიდეოგადაღებაში ადანაშაულებს. 25 წლის ქალი ამბობს, რომ აქვს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ აბრუნებს სასტუმროს დირექტორი და მენეჯერი სათვალთვალო კამერებს იმ მიმართულებით, სადაც ადმინისტრატორი გოგონები იცვლიდნენ ხოლმე.

"სამსახურში დაწყების დღიდან ვიცოდი, რომ ეს ოთახი განკუთვნილი იყო ჩვენთვის, სადაც ჩვენ შეგვეძლო გამოგვეცვალა, მოგვესვენა, მოგვეწესრიგებინა ჩვენი თავი და დაგვეძინა. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ვიცოდით, რომ ის იყო პრივატული სივრცე. მათი ამ არაადამიანური საქციელის გამო, მე უკვე შიშის ქვეშ ვარ, რადგან ვიცი, რომ მათ და სხვებსაც აქვთ ამ კადრებთან წვდომა. მოვითხოვე მათთან შეხვედრა სამსახურში, რის შედეგადაც დირექტორი არ გამოცხადდა და მწერდა, მაქვს მიმოწერები, რომ გარეთ ქუჩაში შევხვედროდი, ქუჩური გარჩევები სურდა ჩემთან," - ამბობს ყოფილი ადმინისტრატორი.

​მისი ადვოკატის, ანასტასია მიქელაძის თქმით, სამართალდამცავებთან მიმართვის მიუხედავად, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. 

სასტუმროს ხელმძღვანელობა კი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ამ ოთახში ვიდეო გადაღება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა, კონკრეტულ შემთხვევაში კი მისი ტექნიკური შემოწმება მოხდა. სასტუმროს იურისტის თქმით, ეს ერთგვარი შანტაჟი და ფულადი სარგებლის მიღების მცდელობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი