გადამწვარი სოფელი ძამას ხეობაში - ადგილობრივები 1 წელია დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობა და გადამწვარი სოფელი - უკვე ერთი წელია ძამას ხეობის მცხოვრებლები დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ.  

სოფელ ელბაქიაანთკარში საცხოვრებელი სახლები მიწასთანაა გასწორებული, ხალხის ნაწილი ნათესავებს აფარებს თავს, ნაწილს კი ამ დრომდე მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება.

მათ დახმარების თხოვნით ქარელის მერიას მიმართეს და სპეციალური განცხადებაც შეიტანეს. თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მხოლოდ მინიმალური კომპენსაციები მისცა, რაც არც სახლების აღდგენისა და არც ელემენტარული პირობების შექმნისთვისაა საკმარისი.

"მაღალი ბალახია, ელვის სისწრაფით მოედო. მეორე სართულზე გაეკიდა, ხისა იყო, ეს ცეცხლი გადავიდა შემდგომ მეზობლის სახლზე და იქიდან კიდევ სხვა სახლებზე და 7 სახლი ჩაიწვა. ეს ხალხი, დარჩა სულ მთლად უსახლკაროდ, უსახსროდ, რო არაფერი არ გააჩნიათ, ლუკმა-პური არ გააჩნდათ, ისე დარჩნენ, უსახსროდ. მუნიციპალიტეტმა 4 000 ლარი გამოყო ხალხისთვის, მაგრამ ეს 4 000 რა არის, არაფერი არ არის. ეს არის პირველადი დახმარება. სოფლები იცლება. თუ შეიძლება, რომ მთავრობამ რაღაცა დახმარება გაგვიწიოს," - აცხადებს ადგილობრივი. 

ცნობისთვის, მასშტაბური ხანძარი ელბაქიაანთკარში, რა დროსაც 7 სახლი დაიწვა გასულ წელს, 28 აგვისტოს გაჩნდა ცეცხლი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი