სამედიცინო ასოციაციის ყრილობაზე ჯანდაცვის მინისტრს მოადგილე არ მივიდა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც მცირე ზომის კლინიკები დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს - სანებართვო პირობების შესახებ კანონი 1-ელ სექტემბერს ამოქმედდება. ახალი წესები კი კლინიკებს უმაღლესი სტანდარტების დანერგვას მოსთხოვს, რის შესასრულებლადაც დრო საკმარისი არ არის. სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს სამედიცინო ასოციაციის ყრილობაზე, სადაც მედიცინის სფეროს წარმომადგენლები დღეს შეიკრიბნენ. 

შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროდანაც იყვნენ მიწვეული, თუმცა აზარაშვილის მოადგილე ყრილობაზე არ მივიდა, რის გამოც მედიკოსები სამინისტროს მათთან კომუნიკაციის არ ქონაში ადანაშაულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი