რუსული კომუნა - საქართველოში შემოსულმა რუსებმა კაფე-ბარები გახსნეს, სადაც რუსულ ენაზე ემსახურებიან [ექსპერიმენტი]

გამოქვეყნდა:

მომსახურება რუსულად! საქართველოში შემოსულმა რუსეთის ათასობით მოქალაქემ, თავის კომფორტსა და ბიზნესზე იზრუნა, ხელსაც არაფერი უშლით. გახსნეს კაფეები, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, სადაც რუსულად ემსახურებიან. მენიუც რუსული აქვთ. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ კი ,,სახელმწიფო ენის შესახებ'' კანონში არსებული ჩანაწერით მომხმარებელს ენიჭება უფლება, მომსახურება და ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე მოითხოვოს. იმ შემთხვევაში თუ მომსახურე პერსონალმა არ იცის ქართული, ეს ვერ იქნება გამართლების მიზეზი. ესეც წერია კანონში. გარდა ამისა, ქართულ ენას, კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, სახელმწიფო ენის სტატუსი. 

რას აკეთებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელმაც უნდა შეისწავლოს და დაადგინოს დარღვევა? თუ თქვენ მსგავს დარღვევას დაადგენთ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, თუმცა მას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემის უფლება აქვთ. კიდევ ერთი უწყება, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ - კონკურენციის სააგენტოა, თუმცა მთავარია, რა შედეგი მოჰყვება მიმართვას.

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი