საბჭოთა რეჟიმს შეწირული საქართველოს მოქალაქეები, სტალინური სიები - ასე ქვია იმ პორტალს, სადაც გაიგებთ ათასობით რეპრესირებული ადამიანის ტრაგიკული ბედის შესახებ. მათ შორის როგორ ქრებოდნენ ისინი, რაში სდებდნენ ბრალს და როგორც ცდილობდნენ ამაოდ ოჯახები წევრები წლების განმავლობაში, მათი კვალი ეპოვათ.
პორტალი შსს-ს საარქივო მასალებზე დაყრდნობით "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" შექმნა. აქ ამჯერად 3 616 ადამიანის ტრაგიკული ისტორიის შესახებ წაიკითხავთ, რომლებიც 1937-38 წლებს რეპრესიებს შეეწირნენ. აქ ასევე ნახავთ ინფორმაციას, მათი გარდაცვალების შეცვლილ მიზეზებზე, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორ ცვლიდა საბჭოთა სისტემა ისტორიას და მსხვერპლთა ბიოგრაფიას.
რეპრესირებულთა შთამომავლების ნაწილმა დღემდე არ იცის, რითი და სად დაიღუპნენ მათი წინაპრები.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი