ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად, კაცი გარდაიცვალა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა შამილაძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.