500 ლარიანი ჯარიმა და კანონის ბუნდოვანი განმარტება - რა ითვლება ცივ იარაღად?

გამოქვეყნდა:

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დააჯარიმა პოლიციამ  გურული პენსიონერი მამაკაცი იმის გამო, რომ საკუთარი სახლის წინ დანით ვაშლს ჭრიდა, მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა იმ აბსურდისა, რომელსაც ბოლო დღეებია თბილისის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში ვხედავთ. 

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, ნებისმიერი დანის ტარება, თუნდაც მოლაშქრის ზურგჩანთის მიყრუებულ ჯიბეში იდოს, ან ავტომობილის საბარგულში, 500 ლარით დასჯადია. 

ამ ჯარიმაზე მონადირე სამართალდამცველები კი თბილისის ქუჩებში რეიდებს აწყობენ და  ზურგჩანთიან მამაკაცებს ჩხრეკენ. 

ამ ყველაფრის გამართლებას ხელისუფალი დანაშაულთან ბრძოლის მოტივით ხსნის, არგუმენტების ძიების ნაცვლად კი საზოგადოებას იმგვარ აბსურდს სთავაზობს, რომლის მიხედვით ისტორიული იარაღის გამოფენაც კი დანაშაულის ტოლფასი ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი