რუსთავში ძველი სახანძროს შენობა იწვის

გამოქვეყნდა:

ძველ რუსთავში შენობა იწვის - გაგარინის ქუჩაზე ცეცხლი უკიდია ძველ სახანძროს შენობას, რომელიც ამჟამად უფუნქციოა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია იმყოფებოდა თუ არა ვინმე შენობაში, თუმცა ადგილზე მყოფი სამართალდამცველების ცნობით, შენობა ცარიელია. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურია მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ გადაკეტავენ ბუნებრივ აირს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის მილი გადის. 

თითქმის მთლიანადაა დამწვარი შენობის მეორე სართული და სახურავი. ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ქარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი