ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში სამკურნალოდ, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება დაიწყო. 

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი. განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა განაცხადის ფორმის შევსება, ბენეფიციარის ა განაცხადის წარმდგენის პირადობის მოწმობა, ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული); არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).

სამინისტროს ცნობით, პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05. 

ცნობისთვის, 10 ივლისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18 წლამდე პაციენტები სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ - ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში, საჭიროების მიხედვით მიიღებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი