აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს 5-დღიან ვადას აძლევენ, იმისთვის რომ უწყებამ კონკრეტული ვადა დაასახელოს, როდის შემოვა ქვეყანაში ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტი "ვოზორიდიტი".
მშობლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარასკევს, 28 ივლისს ისინი პასუხს ვერ მიიღებენ, უწყვეტ პროტესტს გააგრძელებენ.
"მინდა პრემიერ მივმართო მშობლების თხოვნა-მუდარა, ჩაერთოს ამ პროცესში, თვალ-ყური ადევნოს და დააჩქაროს პროცესი. თუ ეს არ გაკეთდება, პარასკევს არ მოგცემენ პასუხს, ჩვენი ისევ გავაგრძელებთ 24-საათიან პროტესტს", - თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.
როგორც აქონდროპლაზიის სინდრომის მონე ბავშვების მშობლები ამბობენ, ჯანდაცვის სამინისტრომ პროტოკოლზე მუშაობა დღეს, 24 ივლისს უნდა დაასრულოს. მშობლები იმედოვნებენ, რომ ბავშვები საჭირო მედიკამენტს სექტემბერში მიიღებენ. იხილეთ ასევე: