გორი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაიმტვრა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, ინერციის გამო კი სხვა მანქანებიც დაზიანდნენ.
"მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, რომ მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: ტელეკომპანია თრიალეთი.