გორში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა - დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

გორში, ნიკო სამადაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აალდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ხანძრის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 

ზედაპირული დამწვრობით 22 და 25 წლის კაცები კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი