ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

გამოქვეყნდა:

ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TV 25 ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული და დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: TV25

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი