დაგროვებადი პენსიის სისტემაში რისკები იზრდება. სულ რამდენიმე დღეში საპენსიო ფონდის ნებისმიერ ბენეფიციარს შესაძლებლობა მიეცემა გააკეთოს არჩევანი - დაბალ, მაგრამ სტაბილურ, ან მომგებიან, თუმცა სარისკო შემოსავალს შორის.
ასეთი ცვლილება ფონდის შექმნის დროს იყო გათვალისწინებული, მაგრამ ახლა ექსპერტები ამტკიცებენ, რომ წლები დაკარგულია და ფონდში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მოქალაქეების ფინანსების შესაძლოა სარისკო, მაგრამ გონივრულ ინვესტირებას უზრუნვეყოფს.
ეკონომისტების შეფასებით, ახალ სისტემას აქვს კიდევ ერთი ხარვეზი - თუ თქვენ თავად არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მაშინ სისტემამ შესაძლოა მაღალრისკიანი ინვესტიციების პორტფელში გადაგანაწილოთ.