რუსული უნივერსიტეტი თბილისში | "პრიმაკოვის ფონდის" გეგმები და "ოცნების" დუმილი

გამოქვეყნდა:

რუსული უნივერსიტეტი საქართველოსთვის. კრემლის კიდევ ერთი გეგმა ქართველების ხელით საქართველოს ოკუპაციის განსახორციელებლად. "პრიმაკოვის ფონდის "დამფუძნებელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ასაჯაროებს პროეექტს, რომელიც თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნას გულისხმობს. უფასო უმაღლესი სასწავლებელი, რუსულენოვანი სწავლებით, რუსი პროფესურით, რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული და რუსული იდეოლოგიით. დღეს გახმაურებული დეტალებით ნათელი ხდება, რომ პროექტი უკვე დიდი ხნის დამუშავებულია და სავარაუდოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან შეთანხმებულიც კი არის. 

ყოველ შემთხვევაში პროტესტი მმართველ პარტიაში ამ პროექტის გამო არავის გამოუთქვამს. უფრო მეტიც, ქართული ოცნების წევრებმა ისიც კი განაცხადეს, რომ ქართულ-რუსული უნივერსიტეტი ევროპული და ამერიკული სასწავლებლების საპირწონედ არის საჭირო. რბილი და შუალედური აღმოჩნდა განათლების სამინისტროს პოზიციაც, რომელმაც მხოლოდ ის თქვა, რომ განაცხადი ჯერ არ მიუღია. არადა დიმიტრი ლორთქიფანიძე უმაღლესი სასწავლებლის გახსნას სულ რამდენიმე თვეში გეგმავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი