ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი და გადაცემის წამყვანი, ირაკლი ტაბლიაშვილი ამბობს, რომ რუსულენოვანი პირები ემუქრებიან. ამ დრომდე დაუდგენელმა ადამიანმა მას ტელეფონით დაურეკა და უთხრა, რომ მის "დასასჯელად" ე.წ. ოპერ ჯგუფის გაგზავნიდა.
ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა და მიაწოდა სამივე ნომერი, საიდანაც უკავშირდებოდნენ.
"ბოლოს ვინც დამიკავშირდა მე მას, მისი მოცილება ვცადე საკმაოდ უხეშად, გავუშვი იქ, სადაც უკრაინელებმა გაუშვეს რუსული სამხედრო გემი. დამემუქრა, მომთხოვა მისამართი, მე ეს მისამართი მივეცი და მერე მითხრა, რომ გამოუშვებს ე.წ. ოპერატიულ ბრიგადებს ჩემ დასასჯელად. უკვე ამის შემდეგ მქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავ სტრუქტურებთან, სწრაფად დამიკავშირდნენ თავადაც და დამპირდნენ, რომ დღეს უნდა მიმეცა ოფიციალური ჩვენება", - ამბობს ტაბლიაშვილი.