პროტესტი ქვემო ქართლში - ადგილობრივები გაუარესებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

​ქვემო ქართლში, სოფელ ლეჟბადინი მცხოვრებლები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ. 
ისინი სასოფლო სავარგულების გასხვისებას აპროტესტებენ და გაუარესებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მდინარის სანაპიროდან ამოღებული ინერტული მასალები იყრება სოფლის მიმდებარე მინდვრებში, რომლებსაც მოსახლეობა საძოვრებად და სხვადასხვა აგრარული დანიშნულებისთვის იყენებს. მათი თქმით, მდინარის პირას არსებული 9 ქვის ქარხნის საქმიანობა უნდა შეჩერდეს ან მათი საქმიანობა უნდა შეისწავლონ.

ლეჟბადინის მცხოვრებლები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ითხოვენ. ​

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი