ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნდა:
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს. მედიის ცნობით, ყველა დაშავებული ერთი ოჯახის წევრია. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები.