სარფში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სარფში ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "აჭარა News"  ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ზღვაში შენიშნეს კაცი, რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებდა და 112-ში დარეკეს.

არსებული ცნობით, კაცი წყლიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას  დახმარება ადგილზევე გაეწია, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი